2012 წლიდან არიკ ჯგუფმა დაამუშავა 2,200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მდინარე იორთან, აღმოსავლეთ საქართველოში. 125 ჰექტარის ოდენობის ყველაზე დიდი ვენახი გაშენდა 2015 წელს, 50 ჰექტარი ხეხილი კი 2016 წელს. 2017 წლის გაზაფხულზე დაქირგო 100 ჰექტარი ფისტა. პროექტის დასრულებამდე იგეგმება 400 ჰექტარი ვენახის, 400 ჰექტარი ხეხილისა და 1000 ჰექტარი ფისტას ბაღის გაშენება. ყურძნის, მშრალი ხილისა და ფისტას გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობა საწყის ეტაპზეა.
დღესდღეობით საინვესტიციო კომპანიის ყველაზე ფართომასშტაბიან პროექტს წარმოადგენს კახეთში, საგარეჯოს რაიონში, „ვინიჩიო ველის“ (Vinichio Valley) განვითარება. აღნიშნულ პროექტში ძირითადი აქცენტი კეთდება ქართული ფისტისა და ღვინის წარმოებაზე. არიკ ჯგუფმა რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა მეცნიერულ კვლევაში, რათა მიეღო ფისტას ახალი, ადგილობრივ კლიმატზე მორგებული ჯიში. შესაბამისად, ოთხი წლის ინტენსიური მუშაობის შედეგად გამოიყვანა ფისტას უნიკალური ჯიში, რომელიც იდეალურად ესადაგება კახეთის კლიმატს და ნიადაგურ პირობებს.
„არიკ ჯგუფი“ არის საერთაშორისო „თხილისა და მშრალი ხილის“ საბჭოს წევრი. დარგში არსებულ წამყვან მსხვილ სავაჭრო კომპანიებთან აკავშირებს მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობა. კომპანიის დამფუძნებლებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვთ. მათი წინაპრები საუკუნეების მანძილზე ჩართულნი იყვნენ ფისტას წარმოებასა და მსოფლიო ვაჭრობაში. შესაბამისად, კომპანიას ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეუძლია ნებისმიერი რაოდენობის საბოლოო პროდუქტის გატანა და გაყიდვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ფისტა — (ლათ. Pistacia, სულხან-საბა–ორბელიანი – ფისტა) ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკლოვანი მცენარეა. მას, საკვები მრეწველობის გარდა, ფართოდ მოიხმარენ ფარმაცევტულ და პარაფარმაცევტულ წარმოებაშიც.
ფისტას სამშობლოდ ითვლება ირანი. ბოლო წლების განმავლობაში ირანში წყლის დონის დაწევის შედეგად ფისტას წარმოებისათვის აუცილებელი ბუნებრივი პირობების გაუარესების გამო, ირანული ფისტის წარმოება სულ უფრო და უფრო შემცირდა. ვინაიდან ირანი მსოფლიოში ფისტას ყველაზე დიდი მიმწოდებელია, ეს მოვლენა მნიშვნელოვნად აისახა საერთაშორისო ბაზარზეც და ფისტას წარმოება, მსოფლიოს მასშტაბით, 2010 წელს არსებული 632’500 მილიონი ტონიდან, 2015 წლისთვის 523’850 მილიონ ტონამდე (18%-ით) შემცირდა. შესაბამისად, გაჩნდა 108’650 ტონიანი დეფიციტი, რომელიც ფინანსურად ($8600 ტონაზე) $934’390’000 შეადგენს.
პირველად ისტორიაში, საქართველოს ეძლევა საშუალება გახდეს ფისტას არა მხოლოდ საკუთარი ბაზრისათვის მწარმოებელი, არამედ ამ კულტურის ექსპორტიორი ქვეყანა. ფისტას მრეწველობისათვის შესაფერისი სავარგულებისა და გარემო პირობების კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი იყოს აღნიშნული კულტურის ზომით მესამე მიმწოდებელი მსოფლიო ბაზარზე, ირანსა და აშშ-ს შემდეგ.
მთლიანობაში აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება 1000 ჰექტარი ფისტას პლანტაციის, 400 ჰექტარი ვენახისა და 400 ჰექტარი ხილის ბაღების გაშენება.
ამ ნაკვეთებიდან მიღებული ნედლეულისთვის კი კომპანია იმავე ტერიტორიაზე გეგმავს გადამამუშავებელი ქარხნების აშენებას (ყურძნის კონცენტრატის, მშრალი ხილისა და ფისტას გადამამუშავებელი 3 ქარხანა). მიღებულ მზა პროდუქტს კი „არიკ ჯგუფი“ ძირითადად საექსპორტო ბაზარზე გაიტანს. ამ მიზნის მისაღწევად უკვე დასრულებულია თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სათბურის მშენებლობა. შენდება ლაბორატორია, სასწავლო ცენტრი და მიმდინარეობს სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, ამ დროისათვის დასაქმებულია 400-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი. კომპანიის გათვლებით ეს რიცხვი პროექტის შემდეგ ეტაპზე რამდენიმე ასეულით გაიზრდება.
მდინარე იორის ბუნებრივი მრავალფეროვნება, ფლორა, ფაუნა და სოფლის მეურნეობის პროდუქტები შექმნის საუკეთესო გარემოს სათავგადასავლო ტურიზმისთვის: ძიების ტურები, საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები, თევზაობა, ნადირობა, ჯომარდობა, ველო და გუნდური ტურები, ადგილობრივ და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, სამზარეულო, ვენახის ტურები, მონიშნული ბილიკები, ვიზიტორების მონაწილეობა ყურძნისა და ხილის მოსავლის აღების პროცესში, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების დათვალიერები/შეძენა