22 აპრილს, დედამიწის დღეს, კომპანია „არიკ ჯგუფის“ ორგანიზებით ჩატარდა ფისტას დარგვის ცერემონია, სადაც 300-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სტუმრები წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც სამთავრობო ისე კერძო სექტორიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ბიზნეს ასოციაციებიდან. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე პროფესორები და სტუნდეტები. ცერემონია გაიხსნა კომპანიის ინვესტორების, მათი პარტნიორების, სოფლის მეურნეობის მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, კახეთის გუბერნატორისა და სხვა მოწვეული სტუმრების მოხსენებებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ სპეციალურად მოწვეული სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საერთაშორისო თხილისა და მშრალი ხილის საბჭოს ვიცე-თავჯდომარე ბატონი პინო კალკანი. ბატონმა პინომ პრეზენტაცია გააკეთა ევროპაში ფისტას საექსპორტო პოტენციალზე. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული ნიადაგური და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, საქართველოს გააჩნია აღნიშნული დარგის განვითარების დიდი პოტენციალი. ოფიციალური გახსნის შემდეგ „არიკ ჯგუფმა“ გააფორმა ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმები საპარტნიორო ფონდსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. არიკ ჯგუფსა და საპარტნიორო ფონდს შორის “VINICHIO VALLEY”-ის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით ხელი მოეწერა ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმი კი ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო სამუშაოების ჩატარებას მევენახეობა-მეხილეობის, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ურთიერთ-თანამშრომლობას. ასევე სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და „არიკ-ჯგუფის“ ბაზაზე მოხდება ახაგაზრდა სპეციალისტების გადამზადება და მათთვის რეგულარული სემინარებისა დატრენინგების ჩატარება. მემორანდუმის ფარგლებში ასევე განსაზღვრულია სადემონსტრაციო ნაკვეთის გაშენებაც. ღონისძიება გაგრძელდა ფისტას/ფსტის ნერგების დარგვით. 300-ზე მეტმა სტუმარმა საკუთარი ხელით დარგო ფისტას ნერგები. თითოეულმა მათგანმა საჩუქრად მიიღო გულსაბნევი უნიკალური კოდით. აღნიშნული გულსაბმნევის საშუალებით, მათ საშუალება ექნებათ ესტუმრონ “Vinichio Valey”-ის, მოინახულონ საკუთარი ფისტა და მიიღონ მონაწილეობა, როგორც მის მოვლაში, ასევე მოსავლის აღებაშიც. მომავალში, ცერემონიის დღეს დარგული ხეებიდან მიღებული შემოსავლი მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას. ფისტას/ფსტის დარგვის შემდეგ დახურვის ცერემონია „ქართული ხმების“ ანსამბლმა გააფორმა. მიუხედავად ძლიერი ქარისა და ცუდი ამინდისა, ფისტას დარგვის ცერემონიამ წარმატებით ჩაიარა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ღონისძიების ყველა მონაწილესა და სტუმარს. განსაკუთრებული მადლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საპარტნიორო ფონდსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მხარდაჭერისათვის.