„არიკ ჯგუფი“ მუდამ ზრუნავს ახალგაზრდა აგრონომების განვითარებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი კომპანიის მიერ წამოწყებული პროექტი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომელიც აგრონომიის ფაკულტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა აგრონომებს სთავაზობს თეორიულ მეცადინეობებს და საველე პრაქტიკებს. თეორიული მეცადინეობები ტარდება „არიკ ჯგუფის“ ოფისში ყოველკვირეულად, ხოლო საველე პრაქტიკები იმართება “VINICHIO VALLEY”-ის ტერიტორიაზე.
„არიკ ჯგუფისთვის“ მნიშვნელოვანია პროექტის მონაწილეების აზრი იმის შესახებ თუ რას ნიშნავს მათთვის აგრონომობა და რა გამოცდილებასა თუ ცოდნას იღებენ მოცემულ პროექტში მონაწილეობით.
„არიკ ჯგუფის“ პროექტში მონაწილეობამდე, ფისტას/ფსტის შესახებ მხოლოდ ლიტერატურული ცოდნა მქონდა. ამ პროექტის საშუალებით კი მაქვს შესაძლებლობა მივიღო პრაქტიკული გამოცდილება მისი მოყვანის შესახებ და გავიარო მნიშვნელოვანი ტრენინგები პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ასევე ვიმედოვნებ, რომ ტრენინგის დასასრულს ორივე მხარე კმაყოფილი ვიქნებით შედეგებით.“ - გიორგი ფორჩხიძე
„ვფიქრობ დიდია, როგორც საოფისე, ასევე საველე პრაქტიკების მნიშვნელობა, რადგან იგი გვეხმარება პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. იმედი მაქვს ტრენინგი ყველასთვის წარმატებულად დ ნაყოფიერად დასრულდებაა.” - გიგა აბაიაძე
“კომპანია არიკთან” მუშაობა ჩემთვის პრიორიტეტულია, რადგან აქ მიღებული ცოდნა ჩემი პროფესიული მომავლის საწინდარია. მიხარია რომ დღეს საქართველოში არსებობს ისეთი კარგი გუნდი, როგორც არიკს ჰყავს. დიდ მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს შესანიშნავ გუნდს და მე მჯერა, რომ ჩვენი მონდომებით და ბევრი მუშაობით ის შედეგი იქნება რაც გვსურს.” - ლანა ბასილიძე
„ჩემთვის მნიშვნელოვანია ოფისში ჩატარებული ტრენინგები და საველე პრაქტიკები. ამ პროექტმა მე მასწავლა გუნდური მუშაობა. მოხარული ვარ, რომ ასევე დავიწყეთ ინგლისური ენის გაკვეთილები. ამ პროექტისგან ველი, რომ გავხდები კვალიფიციური აგრონომი და დავსაქმდები კომპანიაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიის ხელმძღვანელობას და აქ მომუშვე პერსონალს გუნდური მუშაობისათვის.“ - მარიამ ხაჭაპურაძე