„არიკ ჯგუფი“ მუდამ ზრუნავს ახალგაზრდა აგრონომების განვითარებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი კომპანიის მიერ წამოწყებული პროექტი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომელიც აგრონომიის ფაკულტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა აგრონომებს სთავაზობს თეორიულ მეცადინეობებს და საველე პრაქტიკებს. თეორიული მეცადინეობები ტარდება „არიკ ჯგუფის“ ოფისში ყოველკვირეულად, ხოლო საველე პრაქტიკები იმართება “VINICHIO VALLEY”-ის ტერიტორიაზე.
„არიკ ჯგუფისთვის“ მნიშვნელოვანია პროექტის მონაწილეების აზრი იმის შესახებ თუ რას ნიშნავს მათთვის აგრონომობა და რა გამოცდილებასა თუ ცოდნას იღებენ მოცემულ პროექტში მონაწილეობით.
„არიკ ჯგუფის“ პროექტში მონაწილეობამდე, ფისტას/ფსტის შესახებ მხოლოდ ლიტერატურული ცოდნა მქონდა. ამ პროექტის საშუალებით კი მაქვს შესაძლებლობა მივიღო პრაქტიკული გამოცდილება მისი მოყვანის შესახებ და გავიარო მნიშვნელოვანი ტრენინგები პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ასევე ვიმედოვნებ, რომ ტრენინგის დასასრულს ორივე მხარე კმაყოფილი ვიქნებით შედეგებით.“ – გიორგი ფორჩხიძე
„ვფიქრობ დიდია, როგორც საოფისე, ასევე საველე პრაქტიკების მნიშვნელობა, რადგან იგი გვეხმარება პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. იმედი მაქვს ტრენინგი ყველასთვის წარმატებულად დ ნაყოფიერად დასრულდებაა.” – გიგა აბაიაძე
“კომპანია არიკთან” მუშაობა ჩემთვის პრიორიტეტულია, რადგან აქ მიღებული ცოდნა ჩემი პროფესიული მომავლის საწინდარია. მიხარია რომ დღეს საქართველოში არსებობს ისეთი კარგი გუნდი, როგორც არიკს ჰყავს. დიდ მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს შესანიშნავ გუნდს და მე მჯერა, რომ ჩვენი მონდომებით და ბევრი მუშაობით ის შედეგი იქნება რაც გვსურს.” – ლანა ბასილიძე
„ჩემთვის მნიშვნელოვანია ოფისში ჩატარებული ტრენინგები და საველე პრაქტიკები. ამ პროექტმა მე მასწავლა გუნდური მუშაობა. მოხარული ვარ, რომ ასევე დავიწყეთ ინგლისური ენის გაკვეთილები. ამ პროექტისგან ველი, რომ გავხდები კვალიფიციური აგრონომი და დავსაქმდები კომპანიაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიის ხელმძღვანელობას და აქ მომუშვე პერსონალს გუნდური მუშაობისათვის.“ – მარიამ ხაჭაპურაძე
22 აპრილს, დედამიწის დღეს, კომპანია „არიკ ჯგუფის“ ორგანიზებით ჩატარდა ფისტას დარგვის ცერემონია, სადაც 300-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სტუმრები წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც სამთავრობო ისე კერძო სექტორიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ბიზნეს ასოციაციებიდან. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე პროფესორები და სტუნდეტები. ცერემონია გაიხსნა კომპანიის ინვესტორების, მათი პარტნიორების, სოფლის მეურნეობის მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, კახეთის გუბერნატორისა და სხვა მოწვეული სტუმრების მოხსენებებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ სპეციალურად მოწვეული სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საერთაშორისო თხილისა და მშრალი ხილის საბჭოს ვიცე-თავჯდომარე ბატონი პინო კალკანი. ბატონმა პინომ პრეზენტაცია გააკეთა ევროპაში ფისტას საექსპორტო პოტენციალზე. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული ნიადაგური და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, საქართველოს გააჩნია აღნიშნული დარგის განვითარების დიდი პოტენციალი. ოფიციალური გახსნის შემდეგ „არიკ ჯგუფმა“ გააფორმა ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმები საპარტნიორო ფონდსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. არიკ ჯგუფსა და საპარტნიორო ფონდს შორის “VINICHIO VALLEY”-ის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით ხელი მოეწერა ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმი კი ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო სამუშაოების ჩატარებას მევენახეობა-მეხილეობის, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ურთიერთ-თანამშრომლობას. ასევე სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და „არიკ-ჯგუფის“ ბაზაზე მოხდება ახაგაზრდა სპეციალისტების გადამზადება და მათთვის რეგულარული სემინარებისა დატრენინგების ჩატარება. მემორანდუმის ფარგლებში ასევე განსაზღვრულია სადემონსტრაციო ნაკვეთის გაშენებაც. ღონისძიება გაგრძელდა ფისტას/ფსტის ნერგების დარგვით. 300-ზე მეტმა სტუმარმა საკუთარი ხელით დარგო ფისტას ნერგები. თითოეულმა მათგანმა საჩუქრად მიიღო გულსაბნევი უნიკალური კოდით. აღნიშნული გულსაბმნევის საშუალებით, მათ საშუალება ექნებათ ესტუმრონ “Vinichio Valey”-ის, მოინახულონ საკუთარი ფისტა და მიიღონ მონაწილეობა, როგორც მის მოვლაში, ასევე მოსავლის აღებაშიც. მომავალში, ცერემონიის დღეს დარგული ხეებიდან მიღებული შემოსავლი მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას. ფისტას/ფსტის დარგვის შემდეგ დახურვის ცერემონია „ქართული ხმების“ ანსამბლმა გააფორმა. მიუხედავად ძლიერი ქარისა და ცუდი ამინდისა, ფისტას დარგვის ცერემონიამ წარმატებით ჩაიარა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ღონისძიების ყველა მონაწილესა და სტუმარს. განსაკუთრებული მადლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საპარტნიორო ფონდსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მხარდაჭერისათვის.