კომპანიის შესახებ

არიკ ჯგუფი არის უცხოური კაპიტალით შექმნილი კომპანია. 2012 წლიდან კომპანიამ დაიწყო საინვესტიციო პროექტების განხორციელება სოფლის მეურნეობის, კვების ინდუსტრიის, ეკო-ტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებით.

დღესდღეობით, კომპანიის ყველაზე დიდი პროექტი არის საგარეჯოს რეგიონში „ვინიჩიო ველის“ განვითარება. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, შესაძლებელი გახდება ფისტას, ღვინისა და ხილის ინდუსტრიული მასშტაბით წარმოება. არიკ ჯგუფმა განახორციელა 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია ფისტას ახალი სახეობის გამოყვანისთვის, რომელიც მორგებულია ადგილობრივ კლიმატზე. საბოლოოდ, ამ პროექტის ფარგლებში გაშენდება 1,000 ჰექტარი ფისტა, 400 ჰექტარი ვენახი და 400 ჰექტარი ხეხილოვანი ხილის ბაღები.

კომპანია ასევე გეგმავს გადამამუშავებელი ქარხნების აშენებას (ღვინის ქარხანა, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა და ფისტას გადამამუშავებელი ქარხანა). თითქმის მთელი პროდუქცია გავა ექსპორტზე. ამ მიზნის მისაღწევად, თანამედროვე სათბურის მშენებლობა უკვე დასრულდა. ასევე მიმდინარეობს ლაბორატორიისა და სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობების მშენებლობა. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია ოთხასამდე ადგილობრივი ადამიანი, რაც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონის განვითარებას.

არიკ ჯგუფი არის თხილისა და მშრალი ხილის საეთაშორისო ასოციაციის წევრი. კომპანიას ამ სფეროში მსხვილ სავაჭრო კომპანიებთან მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. კომპანიის დამფუძნებლები წარმოადგენენ ოჯახური ბიზნესის მესამე თაობას, რომელიც ჩართულია ფისტას წარმოებასა და მსოფლიო ვაჭრობაში. აღნმიშნული ფაქტი საშუალებას მისცემს კომპანიას, რომ ექსპორტზე გაიტანოს და გაყიდოს პროდუქტის ნებისმიერი რაოდენობა.

 

 

 

კონტაქტი